ეკონომიკური უსაფრთხოება

ეკონომიკური უსაფრთხოება
• წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ძალისმიერ და ა.შ (სოციალურ, ტექნოლოგიურ, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ, სამართლებრივ და სხვ.) ღონისძიებათა კომპლექსური სისტემა, რომლის განხორციელებაც უზრუნველყოფს პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს სასიცოცხლო ეკონომიკური ინტერესების მუდმივ დაცვას და ქვეყნის ეკონომიკის დინამიურ განვითარებას, როგორც მშვიდობიან პირობებში, ასევე საშინაო და საგარეო ექსტრემალური სიტუაციების და პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა საფრთხეების დინამიკის გათვალისწინებით.
Source: ალადაშვილი ბესიკ. ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში // ახალი აზრი, № 1 (15), – 2004,
• მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფოს უსაფრთხოების მთლიან სისტემასთან. მისი ცალკე გამოყოფა შეუძლებელია. წარმოუდგენელია, ქვეყნის ძლიერი სამხედრო უსაფრთხოების არსებობა არაეფექტური და სუსტი ეკონომიკის პირობებში და პირიქით. ფუნქციური თვალსაზრისით ეკონომიკური უსაფრთხოება არის სახელმწიფოს ეროვნული ეკონომიკის უნარი უზრუნველყოს საზოგადოებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური სტაბილურობა, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა შიდა და გარე საფრთხეების პირობებში, რესურსების ეფექტური გამოყენება და განაწილება, ასევე სახელმწიფოს ეროვნული პრიორიტეტების დაცვა და რეალიზება. სტრუქტურული თვალსაზრისით, ეკონომიკური უსაფრთხოება არის იმ პირობებისა და ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული ეკონომიკის დამოუკიდებლობას, სტაბილურობას და მუდმივი განახლების უნარს.
Source: ნატროშვილი გიორგი. ეროვნული უსაფრთხოების მიზნები, ფაქტები და მაჩვენებლები // ახალი აზრი, №8 (14),– დეკემბერი

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Смотреть что такое "ეკონომიკური უსაფრთხოება" в других словарях:

  • ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნობრივი პროგრამები — ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიის საფუძველზე მუშავდება ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნობრივი პროგრამები (მაგ. ,,ენერგეტიკული უსაფრთხოება”, ,,სასურსათო უსაფრთხოება”, ,,კომუნიკაციების საფრთხოება”, ,,სტრატეგიული რესურსებით უზრუნველყოფის უსაფრთხოება” …   Georgian encyclopedia

  • ეროვნული უსაფრთხოება — • ცნების შინაარსი მოიცავს ერის, როგორც კულტურულ პოლიტიკური ერთობის, ყველა იმ სასიცოცხლო პირობას, რომელიც უზრუნველყოფს მის მდგრად არსებობასა და განვითარებას. ტრადიციულად, ეროვნული უსაფრთხოება გულისხმობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი… …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • უსაფრთხოების პოლიტიკა — • ევროპის უსაფრთხოებისათვის რისკ ფაქტორებად და, ამდენად, უსაფრთხოების პოლიტიკის უშუალო სფეროდ ითვლება ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვები, ბირთვული კონტრაბანდა, პოლიტიკური უწესრიგობის მოწყობა და აჯანყებები, ტერორიზმი,… …   Georgian encyclopedia

  • გადარჩენა — ყველა სახელმწიფოს უპირველეს მიზანს გადარჩენა წარმოადგენს. ესაა უპირველესი ეროვნული ინტერესი, რომელიც ყველა პოლიტიკურმა მოღვაწემ უნდა დაიცვას. ყველა სხვა მიზნები, ისეთები, მაგალითად, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება მეორადია („მდაბიო პოლიტიკა“).… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»